ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ რობერტსს, საუკუნის "ყველაზე გავლენიან" მთავარ მოსამართლედ განიხილავენ


15 წლის განმავლობაში მოსამართლედ მუშაობის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი - იურისპრუდენციის ბევრი ექსპერტის აღწერით - 1940-იანი წლების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ყველაზე გავლენიან მთავარ მოსამართლედ გვევლინება.

სასამართლოს ცხრა წევრიდან, ორი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიშნა და ფიქრობდნენ, რომ კონსერვატორების დომინირების პირობებში, სასამართლო მნიშვნელოვნად მარჯვნივ გადაიხრებოდა და პროგრესულ სოციალურ პოლიტიკას გააუქმებდა.

ამის ნაცვლად, 2019-2020 პერიოდში, რომელიც გასულ კვირაში დასრულდა, რობერტსის ხელმძღვანელობით მოქმედმა სასამართლომ, საქმეების მთელ წყებაზე, ტრამპი და მისი კონსერვატორი მოკავშირეები უგულებელყო და სხვა მხრივ კონსერვატორი რობერტსი წარმოაჩინა, როგორც სასამართლოს თავმჯოდმარე, რომელიც კონსენსუსის მიღწევისკენ იხრება და ამის უნარი გააჩნია.

უზენაესმა სასამართლომ ლუიზიანის აბორტების კანონი არაკონსტიტუციურად ცნო, “ლგბტქ” ჯგუფს დაცვა გაუფართოვა და ახალგაზრდა უსაბუთო იმიგრანტებისთვის მთავრობის პროგრამა ძალაში დატოვა. კიდევ ორ სხვა საქმეზე, სასამართლოს სამუშაო სესიის ბოლო დღეს, მოსამართლეებმა უარი თქვეს დაეკმაყოფილებინათ ტრამპის მოთხოვნა, მისი ფინანსური დოკუმენტების სავალდებულო წარმოდგენის წინააღმდეგ იმუნიტეტის მიღების შესახებ.

ყველა გადაწყვეტილების ცენტრში იყო 65 წლის რობერტსი, რომელიც თანამდებობაზე ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, 2005 წელს დანიშნა. რობერტსმა არა მხოლოდ დაწერა სასამართლოს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოტივირებული გადაწყვეტილება, არამედ შეძლო დაერწმუნებინა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დანიშნული ერთი ან ორივე კონსერვატორი მოსამართლე -ნილ გორსაჩი და ბრეტ კავანა - რათა უფრო ლიბერალური მოსამართლეებისთვის მხარი დაეჭირათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG