სახელგანთქმული ამერიკელი ფოტორედაქტორი, მეორე მსოფლიო ომის და ვიეტნამის ომის ამსახველი ცნობილი ფოტოსურათების ავტორი ჯონ მორისი ასი წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მისმა დიდი ხნის მეგობარმა, ფოტოხელოვანი რობერტ პლეჯმა სააგენტო "ასოშიეთედ პრესს" უთხრა, რომ მორისი პარასკევს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯონი ბოლო რამდენიმე ათწლეულია სწორედ პარიზში ცხოვრობდა. ნახევარსაუკუნოვსნი კარიერის განმავლობაში მორისმა ფოტოჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი როლის განსაზღვრას შეუწყო ხელი. სხვადასხვა წლებში ის "ვაშინგტონ პოსტში", აშშ-ის ეროვნულ გეოგრაფიული საზოგადოების გამოცემებში და "მაგნუმის" ცნობილ ფოტო სააგენტოში მუშაობდა.
პოპულარული
1
Facebook Forum