ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკკეინი: საქართველოში ყველას ხმის გაგონება უნდა იყოს შესაძლებელი


სენატორი ჯონ მაკკეინი, საქართველო, 2017 წლის 2 იანვარი
სენატორი ჯონ მაკკეინი, საქართველო, 2017 წლის 2 იანვარი

სენატორმა ჯონ მაკკეინმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებული პროცესები ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს.

„ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას,“ ნათქვამია სენატორის წერილობით კომენტარში.

სენატორი ასევე დასძენს, რომ მას ღრმად სჯერა დემოკრატიის მშენებლობაში თავისუფალი მედიის მნიშვნელობის. „როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს,“ ამბობს ის.

„კეთილგანწყობით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ხმის გაგონება იყოს შესაძლებელი,“ აცხადებს სენატორი მაკკეინი.

XS
SM
MD
LG