ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიმი კარტერი თავის ტვინზე პროცედურის შემდეგ, საავადმყოფოში რჩება


შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ატლანტის საავადმყოფოში იმყოფება. მას სახლში დაცემის შემდეგ მომხდარი სისხლდენის გამო, თავის ტვინში წნევის შემცირების მიზნით, სპეციალური პროცედურა ჩაუტარდა.

"ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. პრეზიდენტი კარტერი საავადმყოფოში დარჩება იმდენი ხნით, რაც დაკვირვებისთვისაა რეკომენდებული" - ნათქვამია ემორის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ჯიმი კარტერი ამერიკის 39-ე პრეზიდენტია. ის ქვეყანას 1977-1981 წლებში მართავდა. შეერთებული შტატების ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი ახლა 95 წლისაა. ის დაგეგმილი პროცედურისთვის ემორის უნივერსიტეტის საავადმყოფოში ორშაბათს დააწვინეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG