ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი წაიქცა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"კარტერის ცენტრში" განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯიის შტატში, საავადმყოფოში "მცირე მენჯის მოტეხილობის სამკურნალოდ და დაკვირვებისთვის" დააწვინეს. მათივე თქმით, პრეზიდენტი კარგ განწყობაზეა და ელოდება, როდის დაბრუნდება სახლში ძალების აღსადგენად.
ყოფილ პრეზიდენტს ხელოვნური მენჯის ძვალი აქვს. ამ ოპერაციის გაკეთების შემდეგ ის სამჯერ დაეცა და სამივეჯერ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ჯიმი კარტერი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე 1977-1981 წლებში მსახურობდა, ამერიკის ყველაზე ხნიერი პრეზიდენტია.
კარტერი და მისი 92 წლის მეუღლე როზალინი 73 წელზე მეტია დაქორწინებულები არიან და ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში დაქროწინებული პირველი წყვილის სტატუსი აქვთ.
Facebook Forum