ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი: რუსეთსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო თანამშრომლობა არ შედგება


აშშ-ს თავდაცვის მდივნის ჯიმ მატისის თქმით, რუსეთსა და ამერიკას შორის არანაირ სამხედრო თანამშრომლობას არ ექნება ადგილი. მისი თქმით, არსებული წინაპირობები ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

„ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ სამხედრო დონეზე ვითანამშრომლოთ. მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები შეეცდებიან საერთო ენის გამონახვას“, - განაცხადა მატისმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გამოსვლისას.

მატისის თქმით, მანამ ვიდრე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობას ექნება ადგილი, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა დაამტკიცოს, რომ ის საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად მოქმედებს. მატისი რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შაიგუს კომენტარს პასუხობდა, რომელის მიხედვითაც „მოსკოვი მზადაა აღადგინოს თანამშრომლობა პენტაგონთან“.

მატისმა დაადასტურა, რომ ის ნატოს პრინციპების ერგულია და სჯერა, რომ ალიანს აქვს შესაძლებლობა გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს. მან ევროპელი კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ამერიკა ელის მოკავშირეებიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდას. ვაშინგტონს სურს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი, მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ს შეადგენდეს. წევრი ქვეყნებიდან, აშშ-ის გარდა, 2 პროცენტზე მეტს, საბერძნეთი, პოლონეთი, ბრიტანეთი და ესტონეთი იხდიან.

„ამერიკა საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს, თუმცა თუ თქვენ არ გსურთ, რომ ამერიკამ საკუთარი ვალდებულებები შეამციროს, თითოეულმა დედაქალაქმა უნდა აჩვენოს, რომ ისინი საერთო თავდაცვაში წვლილი შეაქვთ“, - განაცხადა მატისმა.

XS
SM
MD
LG