აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები თალიბებთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის მიხედვით, არ შეწყვეტს ბრძოლას ავღანეთში.
მან კერძოდ თქვა, რომ ადგილზე არსებულ ვითარებაზე დაფუძნებული სტრატეგიით, სამხრეთ აზიაში, ამერიკის შეერთებული შტატები უკეთ არის მომზადებული დაეხმაროს ავღანეთს ტერორისტების დასამარცხებლად. ეს განცხადება ჯიმ მატისმა დღეს ქაბულში გააკეთა და დასძინა, რომ ავღანეთს არ მიატოვებს მტერთან ბრძოლაში, რომელიც ძალაუფლებისკენ გზაზე სიკვდილით იკაფავს გზას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კი, რომელიც ასევე ქაბულშია, გაიმეორა ნატოს ერთგულება და მხარდაჭერა ავღანეთისადმი.
ამ წუთებში კი ცნობილი ხდება, რომ ჯიმ მატისის ჩასვლიდან რამდენიმე საათში ქაბულის აეროპორტში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 5 ადამიანი. პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
Facebook Forum