აღმოსავლეთ იერუსალიმში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მანქანას, რომელიც პოლიციელების გატანას ცდილობდა.
ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ მანქანის მძღოლი ლიკვიდირებულია, თანამგზავრი კი დაჭრილი. ინციდენტი შუფატის დევნილთა ბანაკის მახლობლად მოხდა.
გასულ წელს შეტაკებებისას დაახლოებით 200 პალესტინელი და 34 ისრაელელი დაიღუპა.
ისრაელი ძალადობაში პალესტინელ პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს ადანაშაულებს. პალესტინელების თქმით კი ძალადობა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციით იმედგაცრუების შედეგია.