ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი დღე ისტორიულ ფრენამდე 


კოსმოსში ისტორიულ მოგზაურობამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. მილიარდერი ჯეფ ბეზოსის, მისი ძმის და და კიდევ რამდენიმე ადამიანის ისტორიული ფრენა სტარტს 20 ივლისს, ნაშუადღევს აიღებს.

ამერიკელი მილიარდერი და ხომალდის სხვა მგზავრები უკვე რამდენიმე დღეა ტეხასში იმყოფებიან. მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა სიმულირებულ ფრენაში და ამბობენ, რომ მოგზაურობისთვის მზად არიან.

„ძალიან ვღელავ, ხომალდი უკვე მზად არის და ჩვენც სრულ მზადყოფნაში ვართ,“ - აღნიშნა მილიარდერმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს.

„ფრენის სიმულაცია ტეხასში, „ნიუ შეფარდის“ სასწავლო ცენტრში მოეწყო და ხომალდის წევრების წვრთნა სწორედ აქ შედგა. ვიდეო კადრები ამერიკელმა მილიარდერმა "ინსტაგრამის" გვერდზე თავად გამოაქვეყნა.

ხომალდი „ბლუ ორიჯინის“ ერთი მონაწილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ონლაინ აუქციონის დროს ინკოგნიტომ ბილეთი 28 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა.

აუქციონის წესებიდან გამომდინარე, მისი სახელი და გვარი უცნობია. შესაძლოა მისი ვინაობა ფრენის წინ გამოაშკარავდეს.

ხომალდზე „მერკური 13“-ის პიონერი ვალი ფუნკიც Wally Funk იქნება. კიდევ ერთი მგზავნი ახალგაზრდა ფიზიკოსი ოლივერ დაემენია Oliver Daemen.

ხომალდის წევრები უკვე იმყოფებოდნენ ასაფრენ მოედანთან. მათ ხომალდი „ბლუ ორიჯინ“ დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გამოაქვეყნეს.

ხომალდის წევრები კოსმოსში 11 წუთის განმავლობაში დარჩებიან, შემდეგ კი უკან სვლას დაიწყებენ. ფრენამდე ხომალდის შემოწმება და საბოლოო დეტალების დაზუსტება არაერთხელ მოხდა. რამდენიმე საათში კი ხომალდი კიდევ ერთხელ შემოწმდება, სწორედ ამის შემდეგ დაიწყებენ, ფრენაში მონაწილე ადამიანები ხომალდზე შესვლას.

მიუხედავად იმისა, რომ ფრენა გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ამერიკის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ, მხოლოდ გასულ ორშაბათს მიანიჭა „ბლუ ორიჯინს“ კოსმოსში ადამიანების გადაყვანის ლიცენზია.

„ეს ისტორისიული მისიაა და მნიშვნელოვანი. ეს იქნება ერტგვარი პრაქტიკა რომელიც მომავალში დაიხვეწება და საშუალებას მოგვცემს შევქმნათ კოსმოსში შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რათა მომავალმა თაობებმა კოსმოსში საოცარი საქმეები აკეთონ,“- ამბობს ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი.

კოსმოსის ათვისებისა და მოგზაურობის თაობაზე ამერიკელი მილიარდერები უკვე წლებიან მუშაობენ. ერთ-ერთი სწორედ ჯეფ ბეზოსია, რომელმაც წლების წინ „ბლუ ორიჯინი“ დააფუძნა. კიდევ ერთი ამერიკელი მილიარდერი რომელიც ამავე თემაზე მუშაობს ილონ მასკია. ის მისი კომპანიის ფარგლებში კოსმოსში მოგზაურობის გეგმებზე უკვე წლებია მუშაობს.

20 ივლისს კოსმოსში მოგზაურობა იქნება ისტორიული თუმცა არა პირველი. პირველობა ამ სფეროში რიჩარდ ბრენსონმა არავის დაუთმო და 9 დღის წინ კოსმოსში მისივე კომპანიის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდით იმოგზაურა.

„ყველა ბავშვს, მანდ, ქვემოთ, მინდა ვუთხრა: მეც ოდესღაც ბავშვი ვიყავი და ვარსკვლავებს ოცნებით შევყურებდი. ახლა ზრდასრული ვარ, კოსმოსურ ხომალდზე სხვა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვიმყოფები და შევყურებ ჩვენს ლამაზ, ლამაზ დედამიწას. მეოცნებეთა მომდევნო თაობას მსურს ვუთხრა: თუკი ჩვენ ეს შევძელით, უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ“, ამბობდა, მილიარდერი ბრენსონი კოსმოსში ყოფნისას. მან ეს ვიდეო მიმართვა პირველი მოგაურობის დროს ჩაწერა და გაავრცელა.

ხომალდი, რომლითაც ბესოზი ძმასთან ერთად იმოგზაურებს, 6 ადამიანზეა გათვლილი. კაფსულაში დამონტაჟებულია 6 ფანჯარა, რომელიც სტუმრებს კოსმიური ხედებით დატკბობის საშუალებას მისცემს. კაფსულა "ბოინგ 747" თვითმფრინავზე გრძელია. ხომალდს აქვს ფუნქცია, რომ მგზავრები დადამიწიდან 100 კილომეტრზე გადაიყვანოს. ეს სუბორბიტულ სივრცეზე, სადაც უწონადობაა. ხომალდის კაფსულა დედამიწაზე პარაშუტით დაეშვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG