ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯარედ პოლისი პირველი ღიად გეი კანდიდატია, რომელიც გუბერნატორად აირჩიეს


კოლორადოს შტატში გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატმა ჯარედ პოლისმა გაიმარჯვა. ის ამერიკის ისტორიაში პირველი ღიად გეი კანდიდატია, რომელიც გუბერნატორად აირჩიეს.

პოლისი წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო 2009 წლიდან და მას საკუთარი სექსუალური ორიენტაციის დამალვა არც უცდია. ის ამას კამპანიის ფარგლებშიც ხშირად უსვამდა ხაზს. პოლისმა ვიცე-პრეზიდენტზე საუბრისას აღნიშნა, რომ "მაიკ პენსის შეხედულებით ამერიკა სულაც არაა ისეთი ინკლუზიური, როგორიც ის დღეს სინამდვილეშია".

ჯარედ პოლისის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ბევრი არ უსაუბრია მის რესპუბლიკელ მოწინააღმდეგეს, თუმცა შტატში კამპანიის დროს მის მიმართ სიძულვილის ენის შემცველი, ჰომოფობიური პლაკატები გამოჩნდა.

პოლისი აქტიურად უჭერს მხარს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, არის იარაღის შესახებ უფრო მკაცრი კანონების მომხრე. გარდა ამისა, ის ემხრობა სკოლამდელი აღზრდისა და ბაღების უნივერსალურ სისტემასა და ხელმისაწვდომობას, სიკვდილით დასჯის გაუქმებას, რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზებასა და კოლორადოში საჯარო სკოლების გაფართოებას. ის ამჟამად კონგრესის წევრია და პროგრესული პოლიტიკოსის იმიჯი აქვს.

ადამიანის უფლებადამცველთათვის კიდევ ერთი სასიამოვნო გამარჯვება მოიპოვა შარის დევიდსმა, რომელიც პირველი ამერიკელი ინდიელი და პირველი ღიად ლესბოსელი კონგრესვუმენი იქნება. ის მომავალი ორი წლის განმავლობაში კანზასის შტატს წარმოადგენს პალატაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG