ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიამ რაკეტა გაუშვა


უპილოტო ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 27 ივლისს მიაღწევს

იაპონიამ წარმატებით გაუშვა უპილოტო ტიპის რაკეტა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მომარაგებას მიაწვდის.

რაკეტა სამხრეთ იაპონიიდან ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს. უპილოტიო კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სურსათს, ტანისამოსს და ექსპერიმენტისთვის საჭირო დანადგარებს ჩაიტანს.

ხომალდმა სადგურს 27 ივლისთვის უნდა მიაღწიოს. სადგურზე სხვა კოსმონავტებთან ერთად იაპონელი ასტრონავტი აკიჰიტო ჰოშიდე იმყოფება.
XS
SM
MD
LG