ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ამერიკულ ბაზასთან


ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აფეთქებების ხმა 10 წუთის მანძილზე გაგრძელდა და ჰაერშიც ტყვია-წამლის სუნი იგრძნობოდა.

დღეს იაპონიაში მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა. ტოკიოს მახლობლად საწყობს ცეცხლი მოეკიდა. შეერთებული შტატების არმიის ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის გამო არავინ დაშავებულა. ამერიკელი მეხანძრეები ინციდენტის ადგილზე სწრაფად მივიდნენ და ცეცხლის მეზობელ შენობებზე გავრცელების შეჩერება შეძლეს.

ხანძრის ლოკალიზაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ იაპონელ მეხანძრეებს. მათ განაცხადეს, რომ დახმარებისგან თავი სიტუაციის გართულების მოსაზრებით შეიკავეს, რადგან არ იცოდნენ, თუ რა ინახებოდა ალმოდებულ საწყობში. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აფეთქებების ხმა 10 წუთის მანძილზე გრძელდებოდა და ჰაერშიც ტყვია-წამლის სუნი იგრძნობოდა.

XS
SM
MD
LG