ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ავტომწარმოებელები დანკარგზე საუბრობენ


იაპონიის ავტომწარმოებელები დანკარგზე საუბრობენ
იაპონიის ავტომწარმოებელები დანკარგზე საუბრობენ

იაპონიის წამყვანი ავტომწარმოებლები - ტოიოტა, ჰონდა და ნისანი - აცხადებენ, რომ გასული წლის მარტთან შედარებით მანქანათმშენებლობის მაჩვენებელმა მკვეთრად დაიკლო.

მსოფლიოში უდიდესი ავტომწარმოებელის ტოიოტას განცხადებით, წარმოებული მანქანების რაოდენობამ 62.7 პროცენტით დაიკლო. ჰონდას მაჩვენებელი ადგილობრივ ბაზარზე 62.9 პროცენტით, ხოლო საზღვარგარეთ კი 19.2 პროცენტით შემცირდა.

2010 წლის მარტთან შედარებით, ნისანის წარმოებამ 52.4 პროცენტით იკლო.

წარმოებაში ასეთი შეფერხება იაპონიაში 11 მარტს მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამის უკავშირდებს. სტიქიური უბედურების შედეგად ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებამ რადიკალურად იკლო, რაც მანქანის ნაწილების წარმოებაზეც აისახა.

XS
SM
MD
LG