იაპონიის პრემიერ-მინისტმა შინზო აბემ კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან, ასევე, გამოსცა, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომლის ღირებულებაც 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პაკეტია კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური დარტყმების შესამსუბუქებლად.
საგანგებო მდგომარეობის მიხედვით, ოფიციალურ პირებს ახლა მეტი ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ მოსახლეობას სახლში დარჩენა, ხოლო ბიზნესებს დახურვა მოსთხოვონ. ის ძალაში დღეს შევიდა და 6 მაისამდე იმოქმედებს.
საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოსა და კიდევ 6 სხვა პრეფექტურაში. მას გავლენა მოსახლეობის 44%-ზე ექნება.
"უმთავრესი ახლაა ისაა, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეცვალოს თავისი ქმედებები", თქვა აბემ სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც კორონავირუსთან მებრძოლ ჯგუფთან ერთად ჩაატარა.
"თუ, თითოეული ჩვენგანი შეძლებს, რომ ადამიანებთან კონტაქტი, მინიმუმ, 70-80%-მდე შეამციროს, მაშინ ინფექციის პიკი, დაახლოებით 2 კვირაში დადგება ქვეყანაში", თქვა ქვეყნის პრემიერმა.
Facebook Forum