ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონური ავტომწარმოებლების პრობლემები


მსოფლიო მასშტაბით 3.4 მილიონი ავტომობილის ამოღება იგეგმება

ოთხი იაპონური ავტოგიგანტი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 3.4 მილიონი ავტომობილის ამოღებას გეგმავს. მიზეზი დამცავი ბალიშების იგივე აირბეგების გაუმართაობაა. ამის შესახებ „ტოიოტას“, „ნისანის“, „ჰონდას“ და „მაზდას“ კომპანიებმა განაცხადეს. მათი თქმით, დეფექტური დამცავი ბალიშები იაპონურმა კომპანიამ „ტაკატა კორპმა“ დაამზადა. გამოვლენილი დეფექტის შედეგად, არსებობს ბალიშების მოულოდნელად გახსნის საფრთხე. ჯერჯერობით, ცნობები დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ არ არსებობს. „ჰონდა“ 1.1. მილიონი ავტომობილის ამოღებას გეგმავს, მათ შორისაა „სივიკის“ და „ოდესეის“ მოდელები. „ტოიოტა“ 1. 7 მილიონ ავტომანქანას ამოიღებს, კერძოდ, „ტუნდრას“ და „კოროლას“ მოდელებს. „ნისანის“ განცხადებით, მათ დეფექტური აირბეგები 480 ათას ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელიც 2000-2004 წლებშია გამოშვებული. „მაზდა“ 45 ათასი ავტომობილის ამოღებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG