ნიუ-იორკში 18 წლის ქართველი ახალგაზრდა ჯაბა ადამია მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა ბრუკლინში აღმოსავლეთ 21-ე ქუჩისა და ავენიუ პ-ის შორის მოხდა.
ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, როდესაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, 18 წლის ადამია უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ რეაგირებდა. ის სასწაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადამია მკვლელობის ადგილიდან, დაახლოებით 800 მეტრში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, ადამიას დაზიანებები ცივი იარაღით მკერდის არეში აქვს მიყენებული.
რას მოჰყვა დაპირისპირება და ვინ მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ამ დროისთვის უცნობია. პოლიცია მკვლელს ამ დრომდე ეძებს.
Facebook Forum