12 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ბრიუსელს ეწვია. პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს პრემიერ მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროსოსთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან. დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს დელეგაციის პირველი ვიზიტია მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ის გაცნობით ხასიათს ატარებს.
ვიზიტის პირველ ნაწილში გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა საქართველოში, საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა ევროკავშირში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება.
ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ძირითად პრიორიტეტად კვლავაც მიიჩნევს ევროინტეგრაციასა და ნატოში გაწევრიანებას.
ჟოზე მანუელ ბაროსოსთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასვე, განხილულ იქნა ვილნიუსის მომავალი სამიტიც.
რომპუისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ქართველ ხალხს მიეცა შესაძლებლობა მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ჩაენაცვლებინა ხელისუფლება.
შეხვედრებზე გამოითქვა კმაყოფილება იმის თაობაზე, რომ პრემიერ მინისტრმა პირველი ვიზიტი ბრიუსელში გამართა. აღინიშნა ისიც, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მნიშვნელობას საქართველოსთვის.
პრემიერ მინისტრის ვიზიტი 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. ვიზიტის ბოლო დღეს ბიძინა ივანიშვილი ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.