2020 წლის სექტემბერში იტალია პირველი ქვეყანა გახდება, სადაც სკოლაში კლიმატის ცვლილებების შესახებ კურსი, სავალდებულო იქნება მოსწავლეებისთვის, საჯარო სკოლებში.
"სამინისტრო მთლიანად შევცვალეთ იმისთვის, რომ სასწავლო მოდელი შეგვექმნა კლიმატის ცვლილებების თემაზე", თქვა იტალიის განათლების მინისტრმა ლორენცო ფიორამონტიმ. "მინდა, რომ იტალია იყოს პირველი, რომელიც განათლების სისტემაში ჩადებს გარემოსა და საზოგადოებას, როგორც ყველაფრის საფუძველს და ასწვალის ამას სკოლებში", დაამატა მან სააგენტო "როიტერთან" საუბრის დროს.
განათლების მინისტრმა ასევე თქვა, რომ ის უფლებას მისცემს სკოლის მოსწავლეებს გააცდინონ სკოლა გრეტა თანბერგის მიერ ორგანიზებული "პარასკევის პროტესტში" მონაწილეობის მისაღებად.
შვედი თინეიჯერი აქტივისტის, გრეტა თანბერგის ორგანიზებულმა პროტესტმა 150-ზე მეტი ქვეყნის თინეიჯერი გააერთიანა. ისინი პარასკეობით სკოლას აცდენენ, რათა კლიმატის ცვლილებები გააპროტესტონ და ქმედითი ნაბიჯები მოითხოვონ საკუთარი ქვეყნის მთავრობებისგან.
Facebook Forum