ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში ბიუჯეტი 40 მილიარდით შეიკვეცება


იტალიაში ბიუჯეტი 40 მილიარდით შეიკვეცება
იტალიაში ბიუჯეტი 40 მილიარდით შეიკვეცება

სახელმწიფო დანახარჯების 40 მილიარდი დოლარით შემცირების კანონპროექტს ქვეყნის ზედა პალატა მომავალ კვირას განიხილავს.

იტალიის მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა საბიუჯეტო თანხების მკვეთრ შეკვეცასთან დაკავშირებით. მკაცრი ფინანსური ზომები ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკის უპრეცედენტო კრიზისიდან გამოყვანას ისახავს მიზნად.

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატაში საკითხს 495-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. მისი წინააღმდეგი კი 88 პარლამენტარი იყო. შესაბამისად, კანონპროექტმა ქვედა პალატა წარმატებით გაიარა. სახელმწიფო დანახარჯების 40 მილიარდი დოლარით შემცირების კანონპროექტს ქვეყნის ზედა პალატა მომავალ კვირას განიხილავს.

პრემიერ მინისტრი მარიო მონტის მთავრობა იტალიაში ფართო მხარდაჭერით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ის გადასახადების გაზრდას, საპენსიო ფონდის შეცვლას და საბიუჯეტო დანახარჯების მნიშვნელოვნად შეკვესაც აპირებს.

XS
SM
MD
LG