ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში კიდევ ორი ბიძგი განმეორდა


დღეს ქალაქ ამატრიჩეში ორი ძლიერი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. ოთხშაბათს იტალიის ცენტრალურ რაიონში მომხდარ მიწისძვრაში დაღუპულთა რიცხვმა 267-ს მიაღწია. მსხვერპლის რაოდენობა ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერ კიდევ შეიძლება გაიზარდოს. სხვადასხვა დაშავებების გამო საავადმყოფოებს დაახლოებით 400-მა ადამიანმა მიმართა.

განმეორებითი ბიძგები რიხტერის შკალით 4.3 და 4.7 ბალის იყო. მათ ქალაქის შენობებს კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენეს. კვამლმა და ნგრევის ხმამ ამატრიჩეს მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ოთხშაბათის შემდეგ რეგიონში დაახლოებით 500 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა შედარებით უმნიშვნელო იყო.

დაღუპულებს შორის 12 უცხოელია: 2 ბრიტანელი, 6 რუმინელი და თითო მოქალაქე ესპანეთიდან, კანადიდან და ელ-სალვადორიდან. მაშველებმა ნანგრევებიდან 200-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს. დაშავებულების პოვნაში მათ დიდ დახმარებას მეძებარი ძაღლები უწევენ.

XS
SM
MD
LG