ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ციხეში პალესტინელი გარდაიცვალა


ეს ფაქტი მხარეებს შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებმა საბურავები დაწვეს და ისრაელის ჯარისკაცებს ქვები ესროლეს. საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო დანაყოფებმა მათ რეზინის ტყვიები ესროლეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაპირისპირება რამდენიმე ადგილზე ერთმანეთის პარალელურად მოხდა. ამ ფონზე, ისრაელის ციხეებში მყოფმა პალესტინელებმა ერთ-დღიანი შიმშილობა გამოაცხადეს.

საპროტესტო აქციების მიზეზი ახალგაზრდა პალესტინელი მამაკაცი არაფატ ჯარადათის ისრაელის ციხეში გარდაცვალება გახდა. პალესტინელი ოფიციალური პირები გამოძიებას და სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ჯარადათი ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა.

მამამისი აცხადებს, რომ 30 წლის ჯარადათი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩიოდა. ის გასულ კვირას დააპატიმრეს და სავარაუდოდ ციხეში დაკითხვის დროს მიღებული სხეულის დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მამა ციხეში გვამის ამოსაცნობად იყო მისული. ეს განცხადება მან პალესტინური რადიოს ეთერში ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკკეთა.

ისრაელის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ჯარადათი ციხეში არ უცემიათ და ის გულის ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა.

ისრაელის ციხეებში დაახლოებით 4500 პალესტინელი იხდის სასჯელს. მათი ბრალდებები ისეთი მცირე სახის დანაშაულით იწყება როგორიცაა მაგალითად ჯარისკაცისთვის ქვის სროლა და ისეთი მძიმე ბრალდებებით მთავრდება, როგორიცაა შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზება ან აფეთქების მოწყობა.

პალესტინელების ლიდერების მიერ ისრაელის ციხეებშია არსებულ დომარეობაზე საუბარი მას შემდეგ გახდა უპრეცედენტოდ აქტუალური, რაც ოთხიმა პალესტინელმა პატიმარმა გრძელვადიანი შიმშილობა გამოაცხადა.
მათი გათავისუფლების მოთხზოვნით პალესტინელები უკვე რამდენიმე დღეა დემონსტრაციებს მართავენ. საპროტესტო აქციებმა იმდენად აქტიური სახე მიიღო, რომ ისრაელი მესამე ინტიფადის დაწყების საშიშროებას ხედავს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ამოს გილადი პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებას არეულობის ორკესტრირებაში სდებს ბრალს.

ისრაელის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პალესტინელების ლიდერები განზრახ ავრცელებენ ცრუინფორმაციას ციხეებში პალესტინელიპატიმრების წამების შესახებ. ისინი ამით ქუცებში ფართომასშტაბიანი არეულობის გამოწვევას ცდილობენ.
ისრაელმა პალესტინელები მკაცრად გააფრთხილა და მათ არეულობის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG