თელავივში, გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელმა შეაჩერა სამგზავრო საშვების მოქმედება 83 000 პალესტინელისთვის, რომლებიც რამადანის დღესასწაულის მიმდინარეობისას გასცა. აფეთქება ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შორიახლოს მოხდა ოთხშაბათს ღამით.
საშვების შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე ეხება ასობით პალესტინელს ღაზის სექტორიდან და ერთერთი სავარაუდო თავდამსხმელის ორასამდე ნათესავს. არცერთ მათგანს არ ექნება საშუალება იერუსალიმში, რამადანის ლოცვებს დაესწროს და თელავივის საერთაშორისო აეროპორტით იმგზავროს. ისრაელის მთავრობა აცხადებს რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ასობით დამატებით ჯარისკაცს განათავსებს.
გუშინდელ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია დაჯგუფება ჰამასს, თუმცა ჰამასის ერთერთმა ლიდერმა ამ თავდასხმას „გმირული ოპერაცია“ უწოდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა უკვე დაგმო ეს შემთხვევა და შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით რომ დაჯგუფება ჰამასმა ის გაამართლა.