ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრეალმა სირიაში სავარაუდო ბირთვული რეაქტორის განადგურება აღიარა


ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ დღეს აღიარა, რომ 2007 წელს სწორედ მათ გაანადგურეს სირიის, სავარაუდოდ, ბირთვული რეაქტორი.

სამინისტროს ინფორმაციით, სირიის დერ ალ ზურის რეგიონში მდებარე რეაქტორი თითქმის დასრულებული იყო, როცა ისრაელმა ზე-საიდუმლო მისია დაგეგმა რეაქტორის გასანადგურებლად. დღეს პილოტის კაბინიდან ჩაწერილი ოპერაციასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტო მასალა გამოქვეყნდა, რომელსაც გრიფი საიდუმლო მოხსნილი ჰქონდა.

სირია წლებია უარყოფს, რომ ბირთვულ რეაქტორს აშენებდა.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოა, 2011 წელს დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ განადგურებული ნაგებობა “მაღალი ალბათობით” ბირთვული რეაქტორი უნდა ყოფილიყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენენტმა გადი აისენკოტმა თქვა, რომ 2007 წლის ეს ოპერაცია ადასტურებს, რომ ისრაელი აღკვეთს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG