ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე რაკეტები აფეთქდა


თავდასხმის ორგანიზებას ისრაელი ეგვიპტეში დაფუძნებულ ტერორისტებს აბრალებს.

ისრაელისა და იორდანიის სამხრეთ ნაწილში მდებარე საზაფხულო კურორტებზე დღეს რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

წითელ ზღვაზე იორდანიის საპორტო ქალაქ აქაბასა და ისრაელის ქალაქ ეილატში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. ამ ეტაპზე დადგენილი არ არის ვინ და საიდან ისროლა ეს რაკეტები.

ისრაელის უშიშროების სამსახურის ცნობით, თავდასხმა ეგვიპტის სინას ნახევარკუნძულიდან, ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა მეამბოხე დაჯგუფებამ განახორციელა. ეგვიპტის ოფიციალური პირები ამ ფაქტს უარყოფენ.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლის სამუ სამუაის განცხადებით:

თავდასხმიდან რამდენიმე წუთში, იორდანიის პოლიციამ და შეიარაღებულმა ძალებმა აქაბაში უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ზომების განხორციელება დაიწყეს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მთელი ქალაქის მასშტაბით გზაჯვარედინებზე, ამაღლებულ ობიექტებსა და სამთავრობო შენობების სახურავებზე გაანაწილეს.

თავდასხმებს მსხვერპლი მხოლოდ იორდანიაში მოჰყვა, სადაც ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა და ოთხი ადამიანი დაშავდა. წითელი ზღვის სანაპირო ზოლთან ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე ეს წელს განხორციელებული მეორე სარაკეტო თავდასხმაა. აპრილში რაკეტების აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG