ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ სირიის ქალაქ რაქაზე საჰაერო შეტევის დროს ლიკვიდირებულია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მთავარი ლიდერი.
კოალიცია, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციების საწარმოებლად, აცხადებს, რომ აბუ ჯანდალ ალ-კუვეიტი ორშაბათს დაიღუპა. განცხადების მიხედვით, წარსულში ის “ისლამური სახელმწიფოს” ომის კომიტეტის წევრი იყო.
ბრიტანეთში ბაზირებული “სირიული ობსერვატორიის” ინფორმაციით, ალ-კუვეიტი საჰაერო იერიშის სამიზნე იყო და მის სიკვდილს “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში ადასტურებენ.