ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამური სახელმწიფოს იერიშები 42 %-ით გაიზარდა


2015 წლის მესამე კვარტალში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული იერიშები დღეში 40-ზე მეტი პროცენტით გაიზარდა. ეს მონაცემი ორგანიზაციის „აი-ეიჩ-ეს ჯეინსი“ გლობალური თავდაცვის პუბლიკაციაში გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოყვანილი.

მასში ივლისიდან სექტემბრამდე დაჯგუფების მიერ განხორციელებული 1 086 თავდასხმაა დოკუმენტირებული. ანგარიშში საუბარია იმ ქვეყნებზე, სადაც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო მოქმედებს. ესენია: სირია, ერაყი, ეგვიპტე, ლიბია, იემენი, ავღანეთი, პაკისტანი, ნიგერია, საუდის არაბეთი, ალჟირი და ჩრდილოეთ კავკასია. ანგარიშის მიხედვით, ამ ქვეყნებში დღეში 12 იერიში ხორციელდება, რაც წინა კვარტალთან შედარებით, მათი ინტენსივობის 42-პროცენტიან ზრდას აჩვენებს.

XS
SM
MD
LG