ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში საპროტესტო აქციები განახლდა


ათასობით ადამიანი გამოვიდა ერაყში, ბაღდადის და სხვა ქალაქების ქუჩებში მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსებმა მიცემულ დროში არ დაასახელეს ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა. პოლიტიკოსებს დრო შუაღამემდე ჰქონდათ.

მასშტაბურმა ანტი-სამთავრობო პროტესტმა, ძირითადად, შიიტებით დასახლებული, დედაქალაქი ოქტომბერშიც მოიცვა. მაშინ ხალხი კორუფციას, მომსახურების სერვისების გაუმართაობას და უმუშევრობას აპროტესტებდა.

პრეზიდენტმა ბაჰრამ სალიჰმა და პარლამენტმა რამდენიმეჯერ ვერ შეძლეს, რომ დათქმულ დროს დაენიშნათ ახალი პრემიერ-მინისტრი. ამის გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბოლო პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ თანამდებობა დატოვა გასულ თვეში. მაჰდი და მისი მთავრობა დათანხმდა მოავლეობების შესრულებას მანამ, სანამ ახალი მთავრობა და პრემიერი დაინიშნება.

მაჰდის გადადგომა არ აღმოჩნდა საკამარისი ანტი-სამთავრობო გამომსვლელებისთვის. მათი თქმით, მხოლოდ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა საკმარისი არაა და მთლიანად მთავრობა უნდა შეიცვალოს.

ოქტომბრის საპროტესტო აქციები დროს, ბაღდადში, როგორც მინიმუმ 460 ადმიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით ადამიანი დაიჭრა ან დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG