ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ერაყის პრემიერი თანამდებობას ტოვებს


რამდენიმეკვირიანი სისხლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ერაყის პრემიერ-მინისტრი ადელ აბდელ-მაჰდი პარლამენტს გადადგომის შესახებ მიმართავს. ეს ცნობა მოსდევს პარასკევს, ცოტა ადრე ერაყის მთავარი შიიტი სასულიერო პირის მოთხოვნას ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ.

1 ოქტომბერს დაწყებული ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციების შემდეგ, 400-მდე ადამიანი დაიღუპა.

დემონსტრანტები სამთავრობო კორუფციის დასრულებას და მათი აზრით, ერაყის საქმეებში ირანის მზარდ გავლენას აპროტესტებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG