ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია დაარბიეს


რამდენიმე დღის განმავლობაში სუნიტი უმცირესობის ათასობით წარმომადგენელი ქუჩის აქციებს აწყობს

ერაყის პრემიერ მინისტრის მცდელობას განეტვირთა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციაზე არსებული დაძაბულობა ძალადობით დასრულდა. მისი დაცვის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებმა სალე ალ მუთლაქის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დააპირეს.

ინციდენტი კვირა ქალაქ რამადიში მოხდა, სადაც უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში სუნიტი უმცირესობის ათასობით წარმომადგენელი ქუჩის აქციებს აწყობს შიიტი პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკის მთავრობის წინააღმდეგ. დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიც გადაკეტეს.

მალიკის მოადგილე სალე ალ მუთლაქმა ვითარების განტვირთვის მიზნით დემონსტრანტებთან შეხვედრა და მათთან მოლაპარაკების წარმოება სცადა. მაგრამ მომიტინგეებმა მის ავტოკოლონას ქვები და ცარიელი ბოთლები ესროლეს და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაც სცადეს.
XS
SM
MD
LG