ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ერაყის ლიდერს ხვდება


დღეს თეთრ სახლში ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი პრეზიდენტ ობამას ხვდება, რომლის დროსაც ერაყელი ლიდერი ვაშინგტონს სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას და ანტი-ტერორისტული თანამშრომლობის გაძლიერებას მოსთხოვს.

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მალიკის მთავრობამ ამერიკის სამხედრო ძალებს ერაყში დარჩენაზე უარი უთხრა. მიუხედავად გასხვავებული შეხედულებისა, ვაშინგტონი ამ წინადადებას დათანხმდა და პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის ჯარების ერაყიდან გასვლის თარიღად 2011 წლის ბოლო დაასახელა.

ბოლო თვეების განმავლობაში ერაყში რელიგიურ საფუძველზე ძალადობამ იმატა, რამაც შეიძლება ქვეყანა მეორე ომში ჩაითრიოს.

გუშინ თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერაყისთვის დახმარება აუცილებელია. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალურია ამ საკითხზე პრეზიდენტი ობამა და კონგრესი შეთანხმდნენ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა პასუხი არ გასცა.
XS
SM
MD
LG