ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, ერაყის ჩრდილოეთში მომხდარი ორი აფეთქებისას სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.
პირველი აფეთქება ქალაქ მოსულში განხორციელდა და მიზნად ჯარის პატრულზე ისახავდა თავდასხმას.
მეორე ბომბი მოსულშივე აფეთქდა რამდენიმე წუთის შემდეგ და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მოსულის დღევანდელი აფეთქებები ძალიან წააგავს ოქტომბრის დასაწყისში, ბაღდადში განხორციელებულ ტერაქტებს, როცა 16 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.
ქალაქ მოსულში მომხდარი აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა შეიარაღებულმა დაჯგუფება- ანსარ ალ ისლამმა აიღო.