ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქება მოხდა


Celebrating the Kurdish New Year "Newroz" in Us Congress, Wednesday March 30, 2011
Celebrating the Kurdish New Year "Newroz" in Us Congress, Wednesday March 30, 2011

ორშაბათს ერაყში შიიტი მლოცველების ჯგუფში უძლიერესი ბომბი აფეთქდა, რომელმაც სულ ცოტა 28 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერაყში ძალადობის აღმოფხვრა დღემდე ვერ მოხერხდა.

ერაყში უშიშროების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, მაგრამ მიუხედავად პოლიციის სიმრავლისა ამ ბოლო დროს განხორცილებულმა რამდენიმე აფეთქებამ ათობით შიიტი მუსულმანის სიცოცხლე შეიწირა.

შიიტები აშურას დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავენ მეშვიდე საუკეუნეში დაღუპული იმამ ჰუსეინის საპატივცემულოდ, რომელიც მუჰამედის შვილიშვილი იყო.

შორიდან ბაღდადი ხალხით გადაჭედილი, ერთი დიდი, ჩვეულებრივი ქალაქია, მაგრამ ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს მათ კარგად იციან, რომ ძალადობა და სიკვდილი აქ ყოველდღიური ამბავია.

როგორც ბაღდადელი ჰება ჰუსეინი ამბობს:“ როცა ყოველდღე ადამიანების სიკვდილს უყურებ ზოგიერთი გეუბნება, რომ კარგად ესმის ეს რა უბედურებაცაა, მაგრამ სინამდვილეში ეგვიპტეში და სადღაც უცხოეთში მცხოვრები ვერასოდეს გაიგებს თუ რა უბედურებაა ეს ყოველივე. სანამ აქ არ ჩამოხვალ და საკუთარი თვალით არ ნახავ ამ საშინელებას, ვერასოდეს მიხვდები რაზეა ლაპარაკი.“

სულ რამდენიმე კვირა დარჩა ერაყიდან ამერიკის ჯარის გაყვანამდე. ერაყელები მათ სამშობლოში ამერიკელთა 8 წლიან მოღვაწეობას ეჭვის თვალით უყურებენ.

მოსამართლე აბდულრაზაქ მაჰმუდ ისმაილი 2003 წლიდან ქვეყანაში ამერიკის ჯარის შეჭრის შემდეგ დაღუპულთა საქმეებს იძიებს. მისი თქმით: ამერიკელი სამხედროების შეცდომებმა და ტერორისტულმა თავდასხმებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.

რაც ყველაზე უარესია არავინ იცის რა მოხდება ამერიკელთა 8 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, რომელიც არნახული ძალადობით აღინიშნებოდა. ახალა როდესაც ისინი ერაყიდან გადიან, ხალხი შიშობს, რომ შესაძლოა კიდევ უფრო უარესი ძალადობის მოწმენი გახდნენ.

XS
SM
MD
LG