ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ დაადასტურა, რომ გასულ ორშაბათს ბაღდადის ცენტრში მომხდარი აფეთქება მის განადგურების მიზნით იყო მოწყობილი.
ასოშიეთიდ პრესთან მიცემულ ინეტრვიუში მალიკიმ აღნიშნა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მაშინ უნდა მოსულიყო, როცა მალიკი პარლამენტის შენობაში შევიდოდა.
როგორც ერაყის უსაფრთხოების მაღალჩინოსნები აცხადებენ, დანაღმული ავტომობილის მძღოლი შეეცადა პარლამენტის შენობასთან მისულიყო, თუმცა საგუშაგოზე მას გზა გადაუკეტეს. ამის შემდგომ მძღოლმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და ერთი კი დაიღუპა.