ერაყის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ამერიკის მეირ მხარდაჭერილი ძალები მოსულისთვის ბრძოლას წარმატებით აგრძელებენ.
გუშინ კონტრ-ტერორიზმის ძალებმა მოსულის აეროპორტზე კონტროლი მოპოვეს, რომელსაც ბოლო სამი წელია დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებდა.
დღეს დანაყოფებმა ასევე სრული კონტროლი დაამყარეს გოზლანის სამხედრო ბაზაზე და მოსულის ალ-მამუნის უბანში თვეების განმავლობაში პირველად შევიდნენ.
შეერთებული შტატების თავდცვის მდივანი ჯიმ მატისი ერაყს გასულ კვირას ეწვია და ექსტრემისტ ისლამისტებთან ბრძოლაში დახმარების პირობა მისცა.