ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი ქურთისტანის რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას მოითხოვს


ერაყის პრემიერ-მინისტი ჰაიდარ ალ-აბადი ქურთისტანის ლიდერების წინადადებას არ ეთანხმება. ქურთისტანის ლიდერებმა ერაყის მთავრობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების გაყინვა და სანაცვლოდ დიალოგში ჩართვა შეთავაზეს, რაზეც ერაყის მთავრობა უარს აცხადებს.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ერაყის პრემიერი ამბობს, რომ ის მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების გაუქმებაზეა თანახმა.

ქურთისტანის რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობას. კენჭისყრა აბადის მთავრობამ უკანონოდ შეაფასა და საპასუხოდ კირკუკის რეგიონში სამხედრო დანაყოფები გაგზავნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG