ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ჟურნალისტი მოკლეს


ერაყში ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტს საკუთარ სახლთან ქალაქ მოსულში კლავენ. ეს გასული 2 დღის მანძილზე მეორე ჟურნალისტის მკვლელობაა.

დღესვე ტერორისტული აფეთქებების შედეგად 6 ადამიანია დაღუპული.

ბაღდადის სამხრეთ დასავლეთ უბან ბაიაში, ავტომობილზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 3 ადამინი გარდაიცვალა. მალევე ამავე ადგილას მეორე ბომბმა, რომელიც პოლიციის შენობის ასაფეთქებლად იყო მიმართული, დამატებით 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 20 -მდე დაიჭრა.

XS
SM
MD
LG