ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყმა უდაბნოში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ნარჩენების წმენდა დაიწყო


ერაყის სამხედრო უწყება იტყობინება, რომ დღეს, სამთავრობო ძალებმა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო მებრძოლებისგან, სირიის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის გასაწმენდი ოპერაცია წამოიწყო.

სამხედროების განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის მიმდებარე დიდი ტერიტორიის მებრძოლებისგან გაწმენდის კამპანიაში, ერაყის არმია და შიიტური სახალხო სამობილიზაციო ძალები მონაწილეობენ.

ერაყის პრემიერ მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ სამშაბათს თქვა, რომ დაჯგუფება სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია, მაგრამ საბოლოო გამარჯვებას მხოლოდ მაშინ გამოაცხადებს, როდესაც მის მებრძოლებს უდაბნოდანაც მოაცილებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG