ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში საპროტესტო აქციაზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება


ბაღდადში, დღეს, სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალებსა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებისას. დემონსტრაციები ოქტომბერში დაიწყო სამუშაო ადგილების ნაკლებობის და ზოგადად, სახელმწიფო სამსახურების არარსებობის გამო, თუმცა შემდეგ საყოველთაო კორუფციის და შემოსავლების უთანასწორობის წინააღმდეგ პროტესტში გადაიზარდა.

ხელისუფლების განცხადებით, დემონსტრანტები მაშინ დაიღუპნენ, როცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა მომიტინგეების სინაკის ხიდიდან ჩამოსაშორებლად. ცნობების თანახმად, აქციის მონაწილეებმა ტიგროსის მდინარეზე გამავალი რამდენიმე ცენტრალური ხიდი გადაკეტეს. სწორედ ეს ხიდები აკავშირებს ბაღდადს ე.წ. მწვანე, უსაფრთხო ზონასთან, სადაც ერაყის მთავრობის შტაბბინაა განლაგებული.

ხელისუფლების წინააღმდეგ ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში. ხელისუფლებამ ისინი ცრემლსადენი გაზის, ტყვია-წამლის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია. დაიღუპა 320 ადამიანი და დაშავდა ათასობით სხვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG