ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებები ერაყში


ტერაქტებს 26 ადამიანი შეეწირა

დღეს, ბაღდადსა და მის შემოგარენში ოთხი ბომბის აფეთქებას სულ ცოტა 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კერძოდ, ერთი აფეთქება მოხდა ბაღდადის შიიტურ რაიონში განლაგებულ ცხოველების ბაზრის ტერიტორიაზე. მეორე აფეთქება განხორციელდა ბაღდადის შემოგარენში, როდესაც მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა, დანარჩენი ორი აფეთქება კი შიიტების ქალაქ ჰილაში მოხდა.
უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ეს უკვე რიგით მეოთხე აფეთქებების სერიაა, რომელთა სამიზნეს ძირითადად შიიტები ან მთავრობის მომხრეები წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG