ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში არაბული ლიგის სამიტი გაიმართება


აჯანყებულთა თავდასხმებით განადგურებული, პოლიტიკური დანაყოფების, სექტანტური დაძაბულობისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე არსებული ერაყი ამ კვირაში, სამიტზე დასასწრებად არაბეთის ლიდერების სტუმრობის მოლოდინშია.

სულ ახლახანს ერაყში, ერთსა და იმავე დროს 12-ჯერ მომხდარმა აფეთქებამ, რომელსაც დიდი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა, სამიტის ჩაშლის საშიშროების წინაშე დააყენა.

არაბული გაზაფხულის რევოლუციის დასაწყისიდან დღემდე, აღნიშნული სამიტი პირველი შემთხვევა, რომელშიც 22 წევრისაგან შემდგარი არაბული ლიგა მიიღებს მონაწილეობას.

სწორედ ამიტომ ერაყში უსაფრთხოების ზომები ორმაგად გამკაცრებულია. სასტუმორს შენობები ბაღდადში მთლიანად დაცულია; ქუჩები მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა. დელაგაციის ჩამოსვლის დროს, ბაგდადაის აეროპორტი დაიკეტება.

1990 წლის მაისიდან არაბული ლიგის ლიდერები ერაყში არასდროს ჩასულან. ერთადერთი რაც მაშინ მოხდა ეს ერაყის ყოფილი მმართველის სადამ ჰუსეინის ქუვეითში შეჭრა იყო. ამ ფაქტმა, არაბული ქვეყნების გაბრაზება გამოწვია, რომელმაც სპარსეთის ყურეში ომი განაპირობა.

გასულ წელს ბაგდადში არაბული ლიგის კონფერენციის ჩატარებაც იგეგმებოდა, მაგრამ, ქვეყანაში არასათანდო უსაფრთხოების გამო, იგი გადაიდო.

დაძაბულობა გრძელდება

გასულ კვირას კარნეგის ფონდში ერაყში არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.

“ერაყში უდიდესი პოლიტიკური პრობლემა არსებობს; სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან და სწორედ ამგვარი ვითარება უშლის ხელს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას,”- ამბობს ექსპერტი ჰანი აშორი.

ერაყმა 21 ლიდერი დაპატიჟა სამიტზე დასასწრებად. არაბული ლიგის ზოგიერთ ყოფილ წევრს უკვე აღარც კი უკავია სათანადო თანამდებობა. ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი ციხეშია; ტუნისის მმართველი ზინ ელ აბიდინ ბენ ალიც გაქცეულია. იემენში პერზიდენტ ალი აბდულა სალეჰის პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა აბედ რაბო მანსურ ჰადიმ ჩაიგდო ხელთ.

მაშინ როცა ერაყი სხვა დაბანარჩენ მოკავშირეებთან ერთად სახელწმიფოებრივი განვითარების ახალ გზას ეძებს, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში ხელისუფლების წინააღმდეგ არსებული გამოსვლები, რეფორების განხორციელებას განაპირობებს.

სირიის საკითხი დღის წესრიგის თემაა

სირიაში მასობრივი ძალადობა გრძელდება. არაბულმა ლიგამ სირიას ლიგის წევრობა ნოემბრიდან შეუჩერა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა დანაპირები არ შეასრულა და ქვეყანაში ზალადობა არ აღკვეთა.

არაბული ლიგის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ერაყი ნაკლებ წინააღმდეგობას გამოხატავდა სირიის მიმართ.

“სწორედ ეს გახლავთ მტკივნეული თემა ერაყისათვის, ერაყი ნაკლებად უჭერდა მხარს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მმართველობის დასრულებას,-” აღნიშნავს ექსპერტი დანიელ სერვერი.

არსებული პრობლემის გამო, ერაყმა საერთო ენის გამონახვა ირანთან დაწყო. ეს უკანასკნელს კი ბირთვული იარაღის პროგრამის გამო დასავლეთთან იყო დაპირისპურებული.

ექსპერტი სერვერი ასევე აღნიშნავს ისტორიულად ერაყს ყოველთვის რთული ურთიერთობა ქონდა ირანთან. ამ ორ ქვეყანას შორის ურტიერთობა 1988 წელს ირან-ერაყის ომის დასრულების შემდეგ გამოსწორდა. ქურთისტანის აჯანყებულები ირანსა და თურქეთში პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მოთხოვნით თავდასხმებს აწყობენ.

გაუმჯობესებული ურთიერთობა კუვეიტთან

მოახლოებული სამიტის ფონზე, ერაყმა მეგობრული ურთიერთობა დაამყარა მეზობელ ქუვეიტთან. ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი ამ თვეში კუვეიტსაც ესტუმრა. ვიზიტის დროს ერაყი და ქუვეიტი 500 მილიონი დოლარის გარიგებაზე შეთანხმდნენ, რომლითაც ერაყის მფლობელობაში მყოფი ავიაკომპანიის საკითხის გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

კუვეიტის ემირი, შეიხი საბაჰ ალ-აჰმედ ალ საბაჰი ბაგდადაში სამიტზე დასწრებას აპირებს. ყოველივე ეს რელიგიურ ურთიერთობასაც ერთგვარად გააუმჯოებესბეს. ერაყში უმრავლესობა შიიტური რელიგიის მიმდევარია. მალიკის გამოკლებით კი, სამიტზე დასაწრებად ჩამოსულ მუსულმან სტუმრებს შორის უმრავლესობა სუნიტები არიან.

შიიტური რელიიგის მიმდევარმა ასობით მუსულმანმა ორშაბათს ბასრას ქუჩებში გამოსვლა მოაწყვეს არა მარტო იმისათვის რომ 2003 წელს, ერაყში, ამერიკული სამხედროების შესვლის წლისთავი აღენიშნათ, არამედ საკუთარი ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინეს სამიტის დაწყებამდე. შიიტი მოხტადა ალ-სადრმადემონსტრაციების შეწყვეტისაკენ მოუწოდა, რაც ერთგვარად სტუმარ-მასპინძლობის ფაქტად მიიჩნევა.

XS
SM
MD
LG