ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას მოიტანს სანქციები ირანის წინააღმდეგ


სანქციების სერიიდან შემდეგი ნაბიჯი, ირანულ გაზზე ემბარგოს დაწესება შეიძლება გახდეს

დასავლეთსა და ირანს შორის არსებული უფსკრული ორი დღის განმავლობაში მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებმა ვერ შეამცირა. სამაგიეროდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანალოგიური შეხვედრა, ამჯერად კი საშუალო დონის ხელმძღვანელებს შორის, რამდენიმე კვირაში გაიმართებოდა.
მარკ ფიცპატრიკი ლონდონში არსებული სტრატეგიული სწავლებების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტია. იგი მოსკოვის შეხვედრას „იმედგაცრუებად“ აფასებს და ფიქრობს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების წარმართვის მხრივ, იმედი არავის უნდა ქონდეს.
„რასაკვირველია შესაძლებელია, რომ ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებებმა შეამციროს აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა, მოთხოვნა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეეხება“.
იგი კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო სანქციების დაწესებას ვარაუდობს ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა ირანელი ლიდერის დაყოლიება მოხდეს და შესაბამისად, ირანული ურანის გამდიდრების პროგრამაც დასრულდეს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სანქციების სერიიდან შემდეგი ნაბიჯი ირანულ გაზზე ემბარგოს დაწესება გახდეს.

ამ ვარაუდს არ ეთანხმება ლონდონის გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორი ლეო დროლასი. მისი თქმით, ამ ტიპის ვაჭრობის შეზღუდვას განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს. მათთვის ( ირანისთვის) ეს ისეთივე მნიშვნელობის არ არის, როგორც ნავთობი. საერთაშორისო მასშტაბის ფინანსური შეზღუდვები, სავარაუდოდ, ზეწოლის ყველაზე მძლავრი საშუალებაა, რისი გამოყენებაც შეიძლება.“

ირანის განცხადებით, ურანის გამდიდრება მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ამ პროგრამის არსებობით მანძილი ბირთვული იარაღის შექმნამდე ძალიან მცირეა.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვის შემთხვევაში კიდევ ერთი საფრთხე -ისრაელის თავდასხმა იქნება განსახილველი.
თუმცა ფიცპატრიკი ფიქრობს, რომ ისრაელი დარტყმას არ განახორციელებს მანამ, ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ევროკავშრის ემბარგო ირანულ ნავთობზე ძალაში 1 ივლისს შედის. ლონდონის გლობალური ენერგო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ემბარგოს გამო, ირანის ნავთობის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლები განახევრდა მაშინ როცა ამ ფაქტმა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობზე ფასების მატებაც არ გამოიწვია.
დროლასის მტკიცებით, ირანი საკუთარ ტანკერებს იყენებს და ფინანსურ გარიგებებს აწარმოებს რათა ნავთობის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვებისგან მიყენებული ზიანი შეიმსუბუქოს.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სანქციების გავლენა საკმაოდ ძლიერია, როგორც ჩანს მათი დაწესება ჯერ კიდევ ვერ არწმუნებს ირანელ ლიდერებს რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების შესაბამისად საკუთარი პოლიტიკა შეცვალონ.
XS
SM
MD
LG