ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ირანის ბირთვული პროგრამა განიხილეს


ორ კვირაზე ნაკლები დარჩა ირანის წინააღმდეგ ნავთობის ექსპორტზე სანქციების ამოქმედებამდე

ორშაბათს მოსკოვში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. ორ კვირაზე ნაკლები დარჩა ირანის წინააღმდეგ ნავთობის ექსპორტზე სანქციების ამოქმედებამდე, რაც ამ მოლაპარაკებებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.

ირანმა დასავლეთს ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერების წინაპირობის სახით, სანქციების შესუსტება სთხოვა. ეს მოთხოვნა მიმართული იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მისამართით. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მათი შეხვედრა სამჯერ გაიმართა. დასავლეთი დაჟინებულად მოითხოვს ირანისგან ურანის 20 % მდე გამდიდრების პროცესის შეწყვეტას.
XS
SM
MD
LG