დღეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ორი შეხვედრა იმართება. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოლაპარაკებათა მეათე რაუნდს ატარებს. შეხვედრაში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სააგენტოს მაღალჩინოსანმა და ბირთვული საკითხების ინსპექტორმა ჰერმან ჰაკაერტისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, სააგენტო დიალოგისთვის არის განწყობილი.
სააგენტოს ირანის ბირთვული პროგრამა აშფოთებს და თეირანს პარშინის სამხედრო ობიექტის მონახულების თხოვნით მიმართავს. თეირანი აცხადებს, რომ პარშინი ჩვეულებრივი სამხედრო ობიექტია, ხოლო მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა. დღესვე თურქეთის ქალაქ სტამბოლში ირანის საკითხზე მეორე შეხვედრა იმართება. თეირანის წარმომადგენელი საიდ ჯალილი ევროკავშირის წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს ხვდება.