ირანის კონსტიტუციის დამცველი საბჭო აცხადებს, რომ შეიძლება პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის წინააღმდეგ სასამართლო საქმე აღძრას. პრეზიდენტს საარჩევნო წესის დარღვევაში ედება ბრალი, რომლის თანახმადაც მას საარჩევნო რეესტრის ოფისში მისვლა ეკრძალება. აჰმადინეჟადი კი კვირას მის უფროს მრჩეველთან ერთად ეწვია რეესტრს.
ეს პრეზიდენტსა და ქვეყნის მმართველ რელიგიურ ლიდერებს შორის არსებული დაპირისპირების კიდევ ერთი გამოვლინებაა. ირანში სეკულარული და რელიგიური ლიდერები უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს ძალაუფლების განაწილების მიზნით ებრძვიან.
უკანასკნელმა სკანდალმა შესაძლოა აჰმადინეჟადის პროტეჟე ესფანდიარ რაჰიმ მაშაის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეუშალოს. ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 14 ივნისსაა დაგეგმილი. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, აჰმედინეჟადი მესამე ვადით კენჭს ვეღარ იყრის.
ამ დროისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 680 ადამიანს აქვს გამოთქმული. საბოლოო რამდენიმე კანდიდატს, რომლებიც ბიულეტენებზე მოხვდებიან, კონსტიტუციის დამცველი საბჭო შეარჩევს.