ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი ბირთვულ პროგრამას აძლიერებს


ურანით გამდიდრება დღეს ირანში უფრო მეტად ხდება, ვიდრე 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებამდე. ამის შესახებ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა.

"ირანზე ზეწოლა იზრდება, მაგრამ ჩვენი პროგრესი გრძელდება" - თქვა როჰანიმ დღევანდელ სატელევიზიო გამოსვლაში.

ირანმა შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა ნელ-ნელა, 2018 წლიდან დაიწყო, როცა შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა. 5 იანვარს შეთანხმება ოფიციალურად დატოვა ირანმაც.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ცოტა ხნის წინ, ბირთვულ შეთანხმებაზე თქვა, რომ მას უამრავი ხარვეზი აქვს. ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა ახალი შეთანხმების დადება.

დარჩენილი ხუთი ქვეყანა, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, შეთანხმებას კვლავ ინარჩუნებს. თუმცა, ევროპელმა პარტნიორებმა ვერ შესთავაზეს ირანს საკუთარი ნავთობის გაყიდვის სხვა გზა, ამერიკის სანქციების გვერდის ავლით, რამაც ისლამურ რესპუბლიკას რთული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.

ურანის გამოყენება შესაძლებელია როგორც რეაქტორის საწვავად, ასევე ბირთვული იარაღისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG