იმიგრაციის შეზღუდვაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განახლებული განკარგულება ირანმა ძირითადად უპასუხოდ დატოვა. ირანი იმ ექვს უმეტესად მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებს შორისაა, რომელთა მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა დროებით ეზღუდებათ.
ირანის სახელმწიფო მედიაში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაჯიდ ტახტ რავანჩის კომენტარი გამოჩნდა. მან სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თეირანი არ ცნობს ახალ ბრძანებულებას, რომელსაც ხელს დონალდ ტრამპი აწერს.