ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტა გამოსცადა


ირანმა საშუალო რადიუსის მქონე რაკეტა გაუშვა, რითაც ისედაც რთული ვითარება სპარსეთის ყურეში კიდევ უფრო დაიძაბა. ინფორმაციას შეერთებული შტატების სამხედრო ოფიციალური პირი ანონიმურობის შენარჩუნების პირობით ადასტურებს. მისი თქმით, ირანმა რაკეტა ოთხშაბათს გამოსცადა, თუმცა ამ ფაქტს საფრთხე არ შეუქმნია საზღვაო გადაადგილებისთვის, ან რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზებისთვის.

რაკეტა ირანის სამხრეთ სანაპიროდან გაუშვეს და 1 100 კმ-იანი ფრენის შემდეგ ის თეირანის სიახლოვეს დაეშვა. ოფიციალური პირის ცნობით, ამერიკა ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ ინციდენტს.

რაკეტის გამოცდა არ არღვევს ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც 2015 წელს დაიდო. შეთანხმება პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს დატოვა. ტრამპი ამბობს, რომ თეირანი ხელშეკრულების პირობებს არღვევდა და ამას გარდა, რეგიონში ტერორისტულ ჯგუფებს აფინანსებდა.

ირანი ბრალდებებს უარყოფს. მას შემდეგ, რაც ამერიკამ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები აღადგინა, თეირანი აცხადებს, რომ ურანით გამდიდრებას განაგრძობს და შეთანხმებით დაწესებულ ლიმიტებს სცდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG