ირანის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის განცხადებით, თეირანი პირველივე დღეებიდან უჭერდა მხარს "არაბული გაზაფხულს" და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიულ მოძრაობას, ჯერ კიდევ როდესაც დემონატრაციები ტუნისში დაიწყო.
როგორც ირანის ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს თავკაცი და ქვეყნის სულიერი ლიდერის აიატოლა ხამენეის მრჩეველი ჯავად ლარიჯანი აღნიშნავს, არაბული გაზაფხული არაჩვეულებრივი და ამსთან აუცილებელი სოციალური ცვლილებების მომტანი გახდა, თუმცა აქვე გააფრთხილა დასავლეთი რომ არ გამოიყენოს სამხედრო ძალა ირანის ალიანს ქვეყნებთან, განსაკუთრებით ბაჰრეინსა და სირიაში.
ბაჰრეინში სადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტები არიან ისევე როგორც ირანში, ლარიჯანს თქმით დასავლეთი არ უნდა ჩაერიოს. აქ დაირღვევა არამარტო ბაჰრეინის მოსახლეობის ინტერესები, არამედ მთელი რეგიონის და ამასთან საუდის არაბეთისაც.