ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აცხადებს, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებში წინსვლაა


ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ირანს და მოლაპარაკებებში ჩართულ ექვს სახელმწიფოს, 2015 წლის შეთანხმების აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ, თუმცა მნშვნელოვანი საკითხები ჯერ ისევ გადასაწყვეტია.

ირანი და ექვსი სახელმწიფო, ვენაში მოლაპარაკებებს აპრილიდან აწარმოებდნენ, რათა შეემუშავებინათ ნაბიჯები, რომლებიც თეირანმა და ვაშინგტონმა უნდა გადადგან, რათა სანქციები და ბირთვული საქმიანობა შეთანხმების პირობებს სრულად აკმაყოფილებდეს.

“ვენის მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა”, თქვა საიდ ხათიბზადემ.

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი წლის წინ შეთანხმება მიატოვა და ირანს სანქციები განუახლა, თეირანი ნაკლებად გამდიდრებული ურანის მარაგს ზრდიდა, გახლეჩად დონემდე ამდიდრებდა და წარმოების დასაჩქარებლად მოწინავე ცენტრიფუგებს ამონტაჟებდა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას დაუბრუნდება, თუ თეირანი ჯერ ურანის გამდიდრების მკაცრ შეზღუდვებს განაახლებს. გამდიდრებული ურანი ატომური ბომბის შექმნის პოტენციური გზაა.

ხათიბზადემ თქვა: “ყველა სანქცია უნდა მოიხსნას და ეს ირანმა უნდა გადაამოწმოს... ჩვენს ბირთვულ საქმიანობას ამის შემდეგ შევატრიალებთ.”

რეგიონულმა დიპლომატმა, რომელმაც ინფორმაცია მოლაპარაკებების მონაწილე დასავლელი ოფიციალური პირებისგან მიიღო, თქვა, რომ “შეთანხმება, რომელიც თეირანის და ვაშინგტონის შემდგომ მოვალეობებს განსაზღვრავს”, ვენაში ამ კვირაში გამოცხადდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG