თეირანი მზადაა, შეერთებულ შტატებთან პატიმრები გაცვალოს. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, „თეატრალური წარმოდგენების ნაცვლად, იმოქმედოს“.
ირანი 10-ზე მეტი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც შეერთებულ შტატებში პატიმრობაში არიან. მათ შორის 7-ს, ირანისა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 2-ს კი აქვს აშშ-ში მუდმივი რეზიდენტის სტატუსი. პატიმრობაში მყოფ კიდევ 4 ირანელს, ამერიკაში ყოფნის ლეგალური სტატუსი არ აქვს.
„ჩვენ მზად ვართ, გავცვალოთ პატიმრები ვაშინგტონთან... შეერთებულმა შტატება, ირანის დაკავებული მოქალაქეები, ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა გაათავისუფლოს“ - ირანის საგარეო უწყების სპიკერის განცხადებას, ადგილორბივი გამოცემა "ფარსი" ავრცელებს.
სამშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა ამერიკელის თავისუფლება. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ სიამაკ ნამაზი, უკვე 2 500 დღეა, რაც ირანში „უმართებულოდაა დაკავებული“.
ირანის საგარეო უწყების განცხადება თან ერთვის ვაშოინგტონისა და თეირანის მიმდინარე ძალისხმევას, აღდგეს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება. მოლაპარაკებების მსვლელობისას, თეირანი ვაშინგტონს მოუწოდებს, მეტი მოქნილობა გამოიჩინოს.